2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დარეგისტრირებული სასემინარო ნაშრომის ფაკულტეტზე წარმოდგენის თარიღად განისაზღვრა 16-17 ივნისი, (ნაშრომის CD, (PDF) და ამობეჭდილი ვერსია. გთხოვთ, დაიცვათ სილაბუსით გათვალისწინებული სასემინარო ნაშრომისადმი წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები). სასემინარო ნაშრომის წარმოდგენის წინაპირობაა სემინარის ხელმძღვანელის მიერ შუალედური შეფასების lms.tsu.ge ბაზაში ასახვა. თავფურცელი სასემინარო ნაშრომი (ნიმუში); დადასტურება ნაშრომის ორიგინალობის შესახებ
კომისიის წინაშე საჯარო დაცვის თარიღს გაცნობებთ დამატებით.
სასემინარო ნაშრომები წარმოადგინეთ თსუ-ის მე-2 კორპუსში, ოთახი 116. 11:00-17:00სთ.
2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დარეგისტრირებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფაკულტეტზე წარმოდგენის თარიღად განისაზღვრა 20-21 ივნისი (ნაშრომის CD, (PDF) და ამობეჭდილი ვერსია, სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაციით). გთხოვთ, ნაშრომის შესრულებისას ისარგებლოთ „რეკომენდაციები სადისერტაციო ნაშრომის სტრუქტურისათვის“. თავფურცელი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის (ნიმუში); დადასტურება ნაშრომის ორიგინალობის შესახებ
კომისიის წინაშე საჯარო დაცვის თარიღს გაცნობებთ დამატებით .
კვლევითი პროექტი წარმოადგინეთ თსუ-ის მე-2 კორპუსში, ოთახი 116. 11:00-17:00სთ.